პროექტის სახელი : „ მთას დავუბრუნოთ მთიელი „
პრობლემა : დაცარიელებული ხეობები, სოფლები .
მიზანი:მასწავლებლის დახმარებით შეაგროვებენ ინფორმაციას ხევსურეთის შესახებ, მოვაწყობთ ლიტერატურულ-ისტორიულ ექსპედიციას შემდეგი მარშრუტით: კოდა-ჟინვალი-ბაისახო -ბისო-ხახმატი-შატილი- მუცო-არდოტი-ანატორი შემდეგი გეგმით:
1.ხევსურეთის შესახებ არსებული ვიდეო-აუდიო ინფორმაციების მოძიება.
2.ხევსურული ადათ-წესების გაცნობა .
3.ჯგუფის შექმნა, რომელიც ახორციელებს აქტივობებს (გადაანაწილებს სამუშაოს და მოვალეობა- პასუხისმგებლობას).
4.ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების (ლექსი,ზღაპარი, გამოცანა, ლეგენდა, ანდაზა, ბალადა, შელოცვა,) შეგროვება და გამოქვეყნება.
5.ადამანური და მატერიალური რესურსების გააანგარიშება და განაწილება.
.6.მოძიებული ლიტერატურის დამუშავება, ინტერვუების, აღება, ნახატების შესრულება თემაზე:"ჩემი თვალით დანახული ხევსურეთი".ხევსურეთის დათვარიელებით განვსაზღვროთ რეგიონის რესურსები.(შესაძლებელია უცხოელი ინვესტორების საშუალებით აღორძინდეს მესაქონლეობა , მეცხვარეობა , მეფრინველეობა ,მეღორეობა, მეფუტკრეობა .ამუშავდეს მატყლის დახარისხებისა და დამუშავების მინი ქარხანა, რაც ხელს შეუწყობს ნაციონალური ,ხევსურული ტანსაცმელის ,საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოებას ,შემდგომ უცხოეთში გატანა ,გამოფენა–გაყიდვას.
7.ტურიზმის განვითარება .(ხელს შეუწყობს საავტომობილო გზების რეკოსტრუქცია ,რაც ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის ხევსურეთის დათვარიელებას.
8.ფერადი ,ილუსტრილებული სტენდების ,ალბომების ,ბუკლეტების დამზადებაგამოქვეყნება.მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჯგუფებად, , უნაწილებს ფუნქციებს ,მიუთითებს ინფორმაციის წყაროებს .უნდა მომზადდეს ისტი და სხვა საშუალებები .პროექტში მონაწილეობას იღებს მძღოლიც . ჯგუფები ახორციელებენ პროექტს შედგენილი გეგმის და წინასწარ განსაზღვრული დროის ფარგლებში . ჯგუფმა უნდა მოაწყოს მიღებული შედეგების ამსახველი პრეზენტაცია .მასწავლებლები(ქართული ,გეოგრაფია ,ხელოვნება,ფიზ–აღზრდა) აფასებენ პროექტის განხორციელებას და მიღწეულ შედეგებს მოსწავლეებთან შეთანხმებულ რუბრიკის საშუალებით.